დაიწყე და აწარმოე შენი ბიზნესი საქართველოში თავდაჯერებულად!

14ბ პეტრე ქავთარაძის ქ

0186, თბილისი, საქართველო

10:00 - 19:00

ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით

საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო კომპანია ინდორამა კორპორაცია შემოვიდა

საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო კომპანია ინდორამა კორპორაცია შემოვიდა

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქიმიური მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო კომპანია Indorama Corporation საქართველოში შემოვიდა.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სინგაპურის კომპანია წლების განმავლობაში სწავლობს საქართველოს საინვესტიციო კლიმატს და შესაძლებლობებს, რომელშიც აქტიურად იყო ჩართული სააგენტო „Enterprise in Georgia“-ს საინვესტიციო გუნდი.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს აქტიური ჩართულობით საქართველოში შემოვიდა ქიმიური მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო კომპანია Indorama Corporation „Enterprise in Georgia“.

რუსთავის აზოტოვანი სასუქების საწარმო შეიძინა სინგაპურულმა კომპანიამ, რომელსაც აქვს 160-ზე მეტი საწარმო მსოფლიოს 38 ქვეყანაში და 45 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

სინგაპურის კომპანია წლების განმავლობაში სწავლობს საქართველოს საინვესტიციო კლიმატს და შესაძლებლობებს, რომელშიც აქტიურად იყო ჩართული სააგენტო „Enterprise in Georgia“-ს საინვესტიციო გუნდი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „საწარმო საქართველოში“ დირექტორის, მიხეილ ხიდურელის თქმით, სინგაპურის უდიდესი კორპორაციის დანერგვით, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი კიდევ ერთი მასშტაბური პროექტით გამოიკვეთა. მისი თქმით, მსოფლიო მასშტაბის ქიმიური წარმოების ერთ-ერთი ლიდერის ქართულ ბაზარზე შემოტანით სააგენტომ გადააჭარბა სტრატეგიაში გაწერილ ყველა ინდიკატორს.

„საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ეს პროექტი დასრულდა და აღნიშნული ინვესტიცია ერთ-ერთი ყველაზე დიდი იქნება ქვეყანაში. უახლოეს წლებში კორპორაცია გეგმავს მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების ინვესტირებას საწარმოს მოდერნიზაციის, განვითარებისა და წარმოების გაფართოების მიმართულებით“, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

ბოლო კომენტარები

არ არის კომენტარი, რომ გაჩვენოთ.

ტეგები

business setup for foreigners company formation in Georgia COVID 19 D1 work visa assistance ციფრული აქტივების რეგულირება ბიზნესის კეთება საქართველოში employer compliance in Georgia employment law advisory Foreigners working in Georgia თავისუფალი ინდუსტრიული ზონა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს სტატუსი თავისუფალი ზონები საქართველოში საქართველომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე $500 მილიონი ევრობონდები გამოუშვა Georgia migration law changes Georgia residence permit for work Georgia work permit 2026 hiring foreign employees in Georgia immigration lawyers in Georgia ინკორპორაცია საქართველოში Საინფორმაციო ტექნოლოგია საერთაშორისო IT კომპანია ინვესტირება საქართველოში IT კომპანია საქართველოში IT კომპანიები საგადასახადო განაკვეთები საქართველოში Labour migration Georgia legal assistance for work permits migration law services in Georgia register a company in Georgia ციფრული აქტივების რეგულირება residence permit for foreign nationals დაიწყეთ ბიზნესი საქართველოში თავისუფალი ზონის კომპანიების დაბეგვრა თავისუფალი ზონის კომპანიების დაბეგვრა საქართველოში თავისუფალი ზონის სუბიექტების დაბეგვრა საქართველოში თავისუფალი ზონის სუბიექტის დაბეგვრა საქართველოში IT კომპანიის დაბეგვრა საქართველოში მოგზაურობა საქართველოში ვირტუალური ზონის კომპანია ვირტუალური ზონის ერთეული ვირტუალური ზონის IT კომპანია ვირტუალური ზონის ადამიანი ვიზა საქართველოს სტუმრობა work permit application in Georgia Work permit in Georgia

არქივები