1. შესავალი
ახალი სახელმწიფო პროგრამა „უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმი“ (FDI გრანტი საქართველოში) მთავრობამ 2020 წლის 19 ნოემბერს დაამტკიცა.
პროგრამას სააგენტო Enterprise Georgia განახორციელებს, რომელიც პროგრამის შემუშავებაზე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა.
პროგრამის მიზანია ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის ხელშეწყობა, ტექნოლოგიების შემოდინება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.